თქვენ ალბათ გსმენიათ ამ მისტიური მინის შესახებ. თუ არ იცით მოკლედ გეტყვით, რომ კომპანია Corning აწარმოებს სპეციალურ მინას, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები მათ შორის კომპანია Samsung-იც, იყენებენ მათი ტექნოლოგიების ეკრანის დასაფარად. ეს არის რევოლუციური მინა, რომელიც არ იკაწრება და მისი გატეხვა დიდ სირთულეს წარმოადგენს. სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მაგიური მინის ახალი ვერსია დაამზადა სახელად Gorilla Glass 2. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საიდუმლო ინგრედიენტის წყალობით მინის სისქე 20%-ით შემცირდა. ასევე მისი გამძლეობა 20%-ით გაიზარდა. ოფიციალურ პრეზენტაციაზე კომპანიის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას თითო ეგზემპლარი გადასცა და უთხრა მათ, რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ, რათა გამოეცადათ ამ ახალი თაობის მინის ხარისხი. ექსპერიმენტში მონაწილეობას 10 ადამიანი იღებდა. ათივემ პირველ რიგში ამ მინის გატეხვას შეეცედა. სამწუხაროდ ვერცერთმა ვერ შეძლო მისი დაზიანებადა მეტიც საბოლოო ექსპერიმენტში ამ თხელმა მინამ 55 კილოგრამ ზეწოლას გაუძლო.
ნახეთ ვიდეო ამის შესახებ:
[pro-player width='560' height='280' type='video']http://www.youtube.com/watch?v=uZMnfbNRKvg&feature=player_embedded[/pro-player]


Comments are closed.