შიში სტომატოლოგის კაბინეტში

შიში სტომატოლოგის კაბინეტში


სალგრენის უნივერსიტეტის შვედმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, თუ რა არის იმისთვის აუცილებელი, რომ სტომატოლოგის კაბინეტში ყოფნის დროს შიში მოიშოროთ თავიდან. ექსპერიმენტების საფუძველზე გაირკვა, რომ საუკეთესო საშუალება ასეთ შემთხვევაში არის ხუმრობა. კერძოდ პაციენტი უნდა ეხუმროს ექიმს. ექსპერიმენტების და კვლევის მიზეზი გადა ის, რომ დაახლოებით შვედების ნახევარზე მეტს უკვე თანდაყოლილი ფობია გააჩნია. ფობიას იწვევს შიში, რომელსაც ისინი განიცდიან უკვე პრობლემად ჩამოყალიბდა და პირველ რიგში სტრესს იწვევს. მეცნიერებმა ექსპერიმენტის სწრაფად ჩატარების მიზნით ანკეტირებული გამოკითხვა ჩაატარეს. მონაწილეობას ძირითადად ასაკით უფროსები იღებდნენ. საბოლოო შედეგების გამოთვლის დროს მეტად სასაცილო რამ გაირკვა. აღმოჩნდა, რომ პაციენტების უმეტესობა გულში იმეორებს ერთსა და იმავე ტექსტს, რომ მას არ ეშინია, რომ იგი არის მამაცი და ყველაფერს გაუძლებს :D სასაცილო არის, თუმცა ის პაციენტები, რომლებიც სტომატოლოგის კაბინეტში ოპტიმისტური განწყობით შედიან, უკეთესად ლახავენ შიშს და სტრესს, ხოლო ისინი, რომლებიც პესიმისტები არიან, განწირულები არიან თავიდანვე.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.