გაზიანი სასმელები და Wi-Fi

გაზიანი სასმელები და Wi-Fi


ახალი წლიდან ახალი სიახლეები და ისევ და ისევ იაპონელები :D კომპანია Asahi-ის განცხადებით ისინი მთლიანად შეცვლიან ქუჩებში მდებარე გაზიანი სასმელების აპარატებს. მოხდება ძველის ახლით ჩანაცვლება. ახალი აპარატების მთავარი დადებითი მახასიათებელი არის ის, რომ მას გააჩნია უფასო Wifi. კომპანიის განცხადებით უფასო ინტერნეტის გამოსაყენებლად არ იქნება არანაირი პაროლის შეყვანა საჭირო. სერვისი იქნება ღია და ხელმისაწვდომი ყველასთვის.
მომხმარებელს უფასოდ შეეძლება ინტერნეტის გამოყენება, მაგრამ ისმის კითხვა: რა მოგებას ნახავს ამით კომპანია. როგორც იცით იაპონელები ჭკვიანები არიან და არაფერს არ აკეთებენ ისე, რომ საქმემ რაიმე სახის სარგებელი არ მოუტანოთ. ინტერნეტის შეერთება იქნება ნახევარ საათიანი. ამის შემდეგ მომხმარებელს ხელახლა მოუწევს მისი ჩართვა. ჩართვის მომენტში აპარატის აკრანზე გამოვა სხვადასხვა სახის სარეკლამო ვიდეო რგოლები. სწორედ ამით აპირებს კომპანია დანახარჯების ამოღებას და მოგების ნახვას.
განაგრძე კითხვა:

სტატისტიკის თანახმად იაპონიაში იმდენად ბევრი ადამიანი იყენებს უსადენო ინტერნეტ შეერთებას, რომ ხშირ შემთხვევაში ქუჩებში ინტეტნეტის ნაკლებობა შეინიშნება. ამასთან ერთად ერთ არხზე მინიმუმ 20-30 კომპიუტერი ან მობილური ტელეფონია მიერთებული, რაც თავისთავად ინტერნეტის სიჩქარის შენელებას იწვევს. ახალი აპარატების საშუალებით ინტერნეტის სიჩქარე იქნება მაღალი. იგი მისი რადიუსის გარშემო 50 მეტრში შეძლებს ინტერნეტის გაცემას. ამასთან ერთად კომპანიის განცხადებით აპარატები მხოლოდ ქუჩებში არ დაიდგმება, არამედ სასტუმროებში, სარკინიგზო სადგურებში და ყველა იმ ადგილში სადაც ხალხმრავლობა შეინიშნება.
ცნობისთვის: რამდენიმე წლის წინ კომპანია PCCW-მ ინტერნეტის პრობლემა გადაჭრა იმით, რომ მთელ ქალაქში ტელეფონის ავტომატებზე დააყენა wifi მიმღებები.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.