ფრანგული კოცნის ინსტრუქცია :D

ფრანგული კოცნის ინსტრუქცია


ფრანგული კოცნა იმედი მაქვს ყველას ნანახი მაინც გაქვთ გამოცდილი თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ნახეთ ფილმში, ბნელ კუთხესა თუ სკვერში, მთავარია რამდენად იცით, როგორ გააკეთოთ ეს.
ამ სტატიის მეშვეობით აშკარად გაიუმჯობესებთ კოცნის ტექნიკას (თუ ფიქრობთ, რომ ეს გესაჭიროებათ) და ასევე ისწავლით თუ როგორ აკოცოთ პარტნიორს “ფრანგულად”.
განაგრძე კითხვა:

დაისველეთ ტუჩები – მშრალი ტუჩები ნაკლებად მოსახერხებელია საკოცნად, მაგრამ ტუჩების დასასველებლად ყოველთვის ენის იმედად ნუ იქნებით, შეგიძიათ გამოიყენოთ ტუჩსაცხი (საცხი ჯობს არომატის გარეშე იყოს რადგან ყველას არ უყვარს მარწყვი, ალუბალი და ა.შ.) მითუმეტეს კოცნა ხანდახან შეიძლება მოუოდნელად და არაგეგმიურად განხორციელდეს.

დაისველე ტუჩები

ნელა შეახეთ ტუჩები პარტნიორს – ოდნავ დააშორეთ ტუჩები ერთმანეთს და აუჩქარებლად და ნაზად შეეხეთ პარტნიორის ზედა ან ქვედა ტუჩს.

ნელა შეეხე მის ტუჩს

გადახარეთ თავი – როდესაც თქვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხება, აუცილებლად იგრძნობთ, რომ რომელიღაც ორგანო ხელს გიშლით ღრმად კოცნაში, ნუ დაიბნევით და იფიქრებთ ბევრს, რადგან როგორც წესი ეს ორგანო ცხვირია. ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ოდნავ თავი გადახაროთ, რომელიმე (მარჯვენა ან მარცხენა) მხარეს, უბრალოდ დააკვირდით თქვენმა პარტნიორმაც იმ მიმართულებით არ გადახაროს თავი.

გადახარე თავი

დახუჭეთ თვალები – როდესაც მიახლოვდებით თქვენს პარტნიორს საკოცნელად, ჩახედეთ მას თვალებში, როდესაც თქვენი თვალები ერთმანეთთან ახლოს იქნება უკვე შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები (ასეთ მდგომარეობაში ტუჩებში კოცნა უფრო მოსახერხებელია), მაგრამ არსებობენ ადამიანები ვისაც სიამოვნებთ კოცნის დროს პარტნიორის ყურება და შესაბამისად ისინი არ ხუჭავენ თვალებს.

დახუჭე თვალები

მშვიდი “პირდახურული” კოცნა – ფრანგული კონცა სრულდება ე.წ “გაღებული პირით”, მაგრამ სანამ “გაღებული პირით” კოცნას ანუ ფრანგულ კოცნას ისწავლით მანამდე გარკვეული ცოდნა უნდა დააგროვოთ მშვიდ კოცნაში. პირი ნაზად და აუღელვებლად უნდა გააღოთ და არა ისე რომ თითქოს შეჭმით ემუქრებოდეთ თქვენს პარტნიორს.

მშვიდი კოცნა

დაიწყე ჰოლანდიურად, განაგრძე ფრანგულად – კოცნა უნდა იყოს ორივე პარტნიორისათვის სასურველი. თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ვისაც კოცნით ის მზად არის ფრანგული კოცნისათვის, რადგან თუ თქვენ შენიშნავთ რომ პარტნიორი გეწინააღმდეგებათ და არ გაძლევთ საშუალებას ფრანგულად აკოცოთ მას, დამიჯერეთ არ არის სასიამოვნო კოცნის შეწყვეტა და კითხვა “რატო მეწინააღმდეგები ეს ხომ მშვენიერია?” ან რაიმე მსგავსი.

დაიწყე ჰოლანდიურად განაგრძე ფრანგულად

შეისწავლე ენით – თუ შეიქმნა ისეთი სიტუაცია რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ისიამოვნებთ ე.წ “ღია პირით კოცნით”, ნელ-ნელა გააღეთ პირი და მოათავსეთ თქვენი ენის მცირედი ნაწილი პარტნიორის პირში. ენა არის ძალიან მგრძნობიარე ორგანი, ამიტომ ეს კოცნა იქნება სასიამოვნო თქვენ თუ დაიწყებთ ნაზად, პროცესისი უფრო სასიამოვნოდ ქცევის მიზნით ნუშეეცდებით უფრო ღრმად დაუკავშროთ საკუთარი ენა პარტნიორს, თავდაპირველად ჯობს დაიწყოთ მსუბუქად და ნაზად, ხოლო თუ თქვენ პარტნიორს უფრო მეტი სურს ის თავად გამოიჩენს ინიციატივას.

შეისწავლე ენით

დაიწყეთ ნელა – ვნებიანი კოცნა ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ თუ თქვენ გინდათ სიამოვნება მიიღოთ ფრანგული კოცნისაგან ეს უნდა გააკეთოთ ნელა. არ უნდა იჩქაროთ და აუცილებლად უნდა შეისწავლოთ თქვენი პარტნიორის ენა.

დაიწყე ნელა

სუნთქვა – თუ თქვენი კოცნა გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება ჩასუნთქვაც კი დაგავიწყდეთ, მაგრამ დამიჯერეთ გულის წასვლა ან გალურჯება არ არის რომანტიკული ამ დროს, ამიტომ ჯობს კოცნის პროცესში სუნთქვა განახორციელოთ დროდადრო ცხვირის მეშვეობით. კოცნის პროცესის გაუნჯობესების მიზნით შეგიძლიათ თქვენი სუნთქვა პირის მეშვეობით გაუზიაროთ პარტნიორს მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს ყველას არ მოსწონს.
გამოიჩინეთ მრავალფეროვნება – კოცნა თოვლის ფანტელებივითაა, არ გავს ყველა კოცნა ერთმანეთს. როდესაც ერთხელ ისიამოვნებ ფრანგული კოცნით მერე ცდილობ რომ კვლავ იგივე გააკეთო ყოველ ჯერზე. უმჯობესია თუ დაამატებთ სხვადასხვა ვარიანდებს, აკოცეთ ხანდახან უფრო ღრმად, ხანდახან უფრო მეტი ყურადღება გადაიტანეთ ტუჩებზე ვიდრე ენაზე, განახორციელეთ გრძელი ან მოკლე კოცნები და გამოიკვლიეთ კოცნის ხელოვნება.

გამოიყენე მრავალფეროვნება

გამოიყენეთ ხელები – მიუხედავად იმისა რომ თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ხელები თავაზიანად, განსაკუთრებით პირველი კოცნისას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გესაჭიროებათ პარტნიორის მხოლოდ თქვენსკენ მოსამართად. როგორც წესი დაიყეთ პარტნიორის თეძოთი და ამოძრავეთ ხელები მის უკან ან შეეხეთ მის სახეს და თმებს. სხვა მოძრაობა რაც შეიძლება განახორციელოთ საკუთარი ხელებით ეს არის რომ ნაზად მოეფეროთ პარტნიორის მხრებს ეს მაჩვენებილია იმის რომ თქვენ კომფორტულად ხართ მასთან. ნაზად მოათავსეთ თქვენი პარტნიორის სახე თქვენს ხელებს შორის, შეეხეთ მის ლოყებსა და კისერს, ასევე შეგიძლიათ მოეხვიოთ მას.

გამოიყენე ხელები

წყარო: Ihow.Ge

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.