ახალი წლების დადგომასთან დაკავშირებით როგორც იცით მსოფლიოში ყველგან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მომხმარებელს გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. ასეთი მოვლენები Shopping-ით დაავადებულ ადამიანებს არასდროს რჩებათ. ექსპერტების აზრით მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოხდა, ხალხი მაინც აქტიურად აგრძელებს მაღაზიებში სიარულს და გაყიდვები პიკს აღწევს. მათი აზრით შოპაგოლიკების ამგვარი ქმედება შესაძლებელია დავუკავშიროთ ფსიქიკურ აშლილობას.
ბონი ფორესტის აზრით ასეთი ადამიანები არაფრით განსხვავდებიან პოტენციური ლოთებისგან. ამ შემთხვევაში ვერც ერთი მათგანი ვერ უძლებს ცდუნებას და მზად არიან უკანასკნელი თეთრი ამოიღონ ჯიბიდან და გადაიხადონ სასურველი შედეგის მისაღწევად. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათ საზღვარი და ზომიერება არ გააჩნიათ.
განაგრძე კითხვა:
ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოცემული პრობლემა მამაკაცების 5.5%-ს, ხოლო ქალების 6%-ს აწუხებს.
ფსიქოლოგების აზრით ადამიანი მაღაზიებზე დამოკიდებული ხდება სხვადასხვა პრობლემის გამო. შესაძლოა მას ანებივრებდნენ ბავშვობაში საჩუქრებით და შემდეგ დაუდგა ისეთი მომენტი, რომ ვეღარ მიიღო საჩუქრები. შეიძლება ყველაფერი პირიქით იყო, ანუ მთელი ბავშვობა საჩუქრების ნაკლებობას განიცდიდა. ყველაზე გავრცელებული შემთხვევა არის ემოციური მდგომარეობა და ქაოსის თავიდან არიდება.


Comments are closed.