ბიო ელემენტი კომპანია SONY-სგან
კომპანია SONY ისევ და ისევ აკვირვებს თავის ერთგულ მომხმარებელს. ამჯერად მან შექმნა ბიო ელემენტი, რომელიც ქაღალდზე მუშაობს და მისი დახმარებით გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას. ამ პროცესისათვის გამოიყენება სპეციალური ელემენტი ცელულოზა, რომლის დახმარებითაც მიიღება გლუკოზა, ხოლო გლუკოზა ენერგიის გამოსაყოფად გამოიყენება ელემენტში. ცელულოზა ამ შემთხვევაში კატალიზატორის როლს ასრულებს და ამის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია რამდენჯერმე. კომპანია ამტკიცებს, რომ ამ ტიპის ელემენტს შეუძლია საათში 18 ვატის გამომუშავება, ხოლო ელემენტების საზომზე გადაყვანის შემთხვევაში ეს დაახლოებით ექვს AA ზომის ელემენტის სიმძლავრეს უდრის.


Comments are closed.