კომპანია Broadcom-მა გუშინ გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ახალი Wifi მოდულის შექმნაზე მუშაობს. როგორც ვიცით დღესდღეობით თანამედროვე კომპიუტერები იყენებენ Wi-Fi 802.11n ტიპის მოდულს. ახალი თაობის მოდული მიიღებს ახალ სახელწოდებას. თუმცა განსხვავება მხოლოდ ასოებში იქნება. მისი სახელია Wi-Fi 802.11ac. კომპანიის თქმით მისი დამუშავება და წარმოებაში ჩაშვება უკვე მომავალი წლის მეორე კვარტალში მოხდება. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მეოთხე კვარტლისთვის ახალი მოდელის კომპიუტერებს უკვე ექნებათ Wi-Fi 802.11ac მხარდაჭერა. რაც შეეხება უპირატესობას, პირველ რიგში ახალი თაობა იმით იქნება კარგი, რომ ძველ ვერსიასთან შედარებით მისი მოქმედების რადიოსი ორასი მეტრით გაიზრდება. იგი ეგრედწოდებულ ”სხივურ სისტემაზე” იმუშავებს.


Comments are closed.