სიგარეტი იზრუნებს უსაფრთხოებაზე

Notepad.Ge


სულ მალე ძალაში შევა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც თამბაქოს ბიზნესის გიგანტებს მოუწევთ ისეთი სიგარეტის გამოშვება, რომელიც იზრუნებს ადამიანის უსაფრთხოებაზე. პროექტის სახელია Reduced Ignition Propensity, RIP. ასეთი სახის სიგარეტები მიხვდებიან, როდესაც მათ პატრონებს დაავიწყდებათ ჩაქრობა და ისინი თავისით ჩაქრებიან. ლოგიკურად ეს თავიდან ააცილებს მათ ხანძარს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რისი ეშინიათ ექიმებს?
მისი მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია. ღერს გააჩნია ხაზები, რომლებიც თავის მხრივ მწოლიარე პოლიციელს გვაგონებს. ვინც არ იცით ეს რა არის, მოკლედ აგიხსნით, რომ ეს გამოგონება სიჩქარის შესამცირებლად გამოიყენება ქუჩებში და იგი ასფალტზე მაგრდება. ყოველ ღერს გააჩნია სამი ხაზი. სიგარეტი ჩაქრება იმ შემთხვევაში თუ მწეველი არ დაეხმარა მას გაღვივებაში, რათა მან ამ ხაზების შემდგომ გააგრძელოს წვა. თუ მწეველი არ გააღვივებს სიგარეტს, იგი მალევე ჩაქრება. მარტო ამერიკაში ყოველწლიურად 30 ათასი ხანძარია გამოწვეული სიგარეტით, ხოლო ამ ხანძრის დროს დაახლოებით ათასი ადამიანი იღუპება.
განაგრძე კითხვა:

კრიტიკოსებმა ეს ამბავი არ დატოვეს კომენტარის გარეშე. მათი აზრით ასეთი სიგარეტის გამოგონება კარგიცაა და ცუდიც. კარგი იმითაა, რომ შემცირდება ხანძრები, ხოლო ცუდი იმითაა, რომ ჯანმრთელობის მხრივ მწეველებს უფრო მეტი სიგარეტის მოწევა მოუწევთ, როდესაც მათი ღერები ჩაქრება. ლაპარაკი აღარაა იმაზე, რომ მათ ღრმა ნაფაზის დარტყმა მოუწევთ, რომ სიგარეტი არ ჩაქრეს. უკმაყოფილოები არიან ასევე თამბაქოს მწარმოებლები,მათი აზრით სიგარეტი კი არ უნდა იყოს ხანძარ საწინააღმდეგო, არამედ სახლები და ავეჯი.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.