ASUS Eee Pad Transformer Prime

Notepad.Ge


კომპანია NVIDIA-იამ სულ ახლახანს გააშუქა ვიდეო იმის შესახებ, რომ სულ მალე ახალი პლანშეტური კომპიუტერი ASUS Eee Pad Transformer Prime გამოვა. ცნობილია უკვე, რომ მას ექნება ახალი თაობის ოთხ ბირთვიანი პროცესორი NVIDIA Tegra 3. რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, იგი Android 4.0 Ice Cream Sandwich-ზე იმუშავებს. როგორც ვიცით ოფიციალური დემო ჩვენება ამ მოდელის 16 ნოემბერს მოხდა. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეს მოდელი არის პირველი, რომელიც არის ამ პროცესორზე და რომლის ჩვენებაც ასე სახალხოდ მოხდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ როდესაც ეს მოდელი აჩვენეს, ჩვენებიდან ორი დღის შემდეგ კომპანია Google-მა ოფიციალურად გააკეთა ანონსირება მისი ახალი ოპერაციული სისტემის ვერსიის შესახებ. ანუ გამოდის, რომ ჯერჯერობით ახალი ვერსია არ ეწერება ამ პლანშეტში და თავდაპირველად იგი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 3.2 Honeycomb ვერსიაზე. როგორც ტექნო-ექსპერტები ამბობენ, ეს ახალი ქმნილება გაყიდვაში სულ მალე გამოვა და გარკვეული დროის შემდეგ იგი მიიღებს განახლებას Android 4.0 Ice Cream Sandwich-ზე.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.