შეიძლება გაგიგიათ ან სულაც არ გაგიგიათ Chronic Dev Team-ის შესახებ. ამ ჯგუფს არა ერთხელ დაუმტკიცებია, რომ პროგრამული ცვლილებების გარეშე შესაძლებელია კონტრაქტიანი ტელეფონების განბლოკვა. ამჯერად ისინი Iphone 4S-ს მიადგნენ. მაიკლ კაპოცი არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ამ მობილური ტელეფონის ისე განბლოკვა, რომ მას პროგრამული ჩარევა არ დასჭირვებია. როგორც უცხოური ფორუმებიდან წავიკითხე ამ ჯგუფმა თავის დროზე შეძლო iphone 3GS და iphone 4-ის განბლოკვა. გატეხვის ინსტრუქცია ძალიან მარტივია. საჭიროა მხოლოდ კომპანია AT&T-ის სიმ ბარათი, რომელიც მოჭრილია ისე, რომ მოთავსდეს მობილურ ტელეფონში.
კითხვის გაგრძელების შემდეგ ნახეთ ინსტრუქცია ამის შესახებ:
- აკრიფეთ სტანდარტული ტექდახმარების ნომერი (611).
- ჩართეთ ფრენის რეჟიმი.
- ამოვიღოთ ის AT&T-ს სიმი, რომელიც გედოთ მობილურში და ჩადეთ ახალი.
- დარწმუნდით, რომ Wifi არ გაქვთ ჩართული.
- გამორთეთ ფრენის რეჟიმი [ამის შემდეგ იგი დაიწყებს ქსელის ძებნას].
- ეკრანზე გამოჩნდება ტექსტი: საჭიროებს აქტივაციას.
- ავტომატურად ჩაირთვება EDGE, და ეკრანის კუთხეში გამოჩნდება ასო E.
- დაიცადეთ დაახლოებით 20-30 წამი და გამორთეთ ტელეფონი.
- ჩართეთ ტელეფონი, მასზე ისევ გამოჩნდება ტექსტი საჭიროებს აქტივაციას.
- ეკრანზე გამოჩნდება ანტენა, რომელიც ერთ ხაზზე იჭერს. დააჭირეთ გამოყენებას.
- ამოიღეთ სიმი და ისევ დაეწერება საჭიროებს აქტივაციას.
- ჩადეთ ისევ სიმი და გამოიყენეთ განბლოკილი ტელეფონი.
ყურადღება!
ეს მეთოდი არაა ჩემს მიერ გამოცდილი, ასე რომ ნუ ჩაატარებთ ცდებს თქვენს ტელეფონებზე!


Comments are closed.