საიდუმლო ლაბორატორია Google X
ისევ და ისევ ინტერნეტ გიგანტი google. კარგად ვიცით,რომ ამ კომპანიამ მსოფლიო მოიცვა და მან ეს იმის ხარჯზე მოახერხა, რომ დიდი ხანია თავის პირველად დანიშნულებას გასცდა და იგი მხოლოდ საძიებო სისტემით არ არის დაინტერესებული. მეტიც იგი საერთოდ ინტერნეტს გასცდა და ისეთ საქმიანობაში ჩაება, როგორიცაა მაგალითად ინოვაციური ტექნოლოგიები. მსოფლიოს მასშტაბით იგი ბევრ სფეროშია ჩაბმული და ყიდულობს შესაბამის პატენტებს. ყველაზე საინტერესო პროექტი არის X. საინტერესოა, თუ რა ხდება Google X ლაბორატორიაში.
ეს ლაბორატორია დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებით. ისინი მუშაობენ მომავლის ტექნოლოგიებზე, რომელსაც სლენგის ენაზე ”ფუტურისტიკული ტექნოლოგიები ეწოდება”. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ლაბორატორიის შესახებ საუბარი წამოჭრილა სემინარებზე მოხსენებებზე და სამეცნიერო გამოფენებზე, თუმცა google მალევე ახშობდა იმ ადამიანებს, რომ მათ ამის შესახებ არ ელაპარაკათ. რამდენიმე დღის წინ ახალი საუბრის ტალღა წამოვიდა ლაბორატორია X-ის შესახებ.
განაგრძე კითხვა:
ყველაზე დიდი პროექტი რაც ამ ლაბორატორიაში განხორციელებულა, არის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლის ტესტირება როგორც უკვე ვიცით კალიფორნიასა და ნევადაში მიმდინარეობს. კომპანიის აზრით ეს არ არის ოცნება იმის შესახებ, რომ ოდესმე იარსებებს ისეთი მანქანები და თვითმფრინავები, რომლებსაც პილოტები არ დაჭირდებათ. კომპანიის აზრით ეს უკვე რეალობაა და არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე ასეთი საფრენი საშუალებების მასიური წარმოება დაიწყოს. კარგად ვიცით, რომ როდესაც google რამეს იტყვის, იგი მას აუცილებლად ასრულებს.
ხმები გავრცელდა, რომ google-მა ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა სახელად სუროგატები. ყველამ იცით ეს რაც არის. ნუ თუ არ იცით გაგებული მაინც გექნებათ სუროგატები, სუროგატი დედები, რობო-სუროგატები და სხვა. ამ ტექნოლოგიების შესახებ ლაპარაკი ორი წლის წინ დაიწყო. როგორც ვიცით ჰოლივუდმა ამ უჩვეულო რობოტების შესახებ ფილმი ”სუროგატები” გადაიღო. google მუშაობს ამ ტექნოლოგიების შექმნაზე და კომპანიის აზრით ისინი ამას შეძლებენ. ანუ გამოდის, რომ ადამიანი ერთდროულად რამდენიმე ადგილას იქნება, მაგრამ რეალურად სახლში იჯდება და მართავს მის ორეულებს. იმედია მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ფილმშია ასახული და ადამიანთა მოდგმა მთლიანად არ გადაგვარდება.
საინტერესო პროექტია ასევე სახლის ავტომატიზაცია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სახლში ყველა სახის ტექნიკა მიერთებული იქნება ინტერნეტ არხზე. გამოდის, რომ მაგალითად თუ თქვენ მადუღარის გამორთვა დაგჭირდათ, თქვენ უბრალოდ ლოგინიდან ადგომის გარეშე პულტით მოახერხებთ ამას. ასევე ყველა იმ აუცილებელი საშუალების მართვას, რაც სახლს გააჩნია. ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტ ნათურების პრეზენტაცია ან წლის ბოლოს ან 2012 წლის დასაწყისში მოხდება.


Comments are closed.