მომავალი კვირიდან დაახლოებით ორი კვირის მანძილზე იტალიაში იქნება სპეციალური აქცია სასტუმროთა ქსელ bed & breakfast-ში. ახლა რას მოიცავს ეს აქცია. აქციის ფარგლებში დამსვენებლებს შეუძლიათ ფულის მაგივრად სხვა რამით გადაუხადონ სასტუმროს მეპატრონეებს იმ დღეების საფასური, რამდენ ხანსაც ისინი გაჩერდნენ სასტუმროს ნომრებში. სხვა რამით გადახდაში ეგრევე სექსს ნუ იფიქრებთ. გადახდა შესაძლებელია მაგალითად: მებაღის მოვალეობის შესრულებით, სასტუმროს ფოტოგრაფობით, კონცერტის ჩატარებით, ჟონგლიორობით და სხვა. ანუ ვის რა ნიჭიც გააჩნია იმით გადაიხდის საფასურს.
ბარბარა როზაჩი არის ამ სასტუმროების ერთ-ერთი მფლობელი. ეს იდეა მას მოუვიდა თავში. ბარბარას აზრით ეს პირველ რიგში ერთ-ერთი საუკეთესო რეკლამაა. მეორეს მხრივ ადამიანები გახალისდებიან და შეძლებენ მათი ნიჭის ჩვენებას სახალხოთ. ასევე სასტუმროში შესრულდება აუცილებელი სამუშაოები, აი მაგალითად რაც მაღლა ვახსენე მებაღეობა. სასტუმრო ელოდება მისი დამსვენებლისგან შემოთავაზებებს, თუმცა მისაღებში გამოკრული აქვს განცხადებები, თუ რა სახის მომსახურებას ითხოვს იგი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განცხადება არისეროვნული კერძები. ანუ დამსვენებელი, მაგალითად ქართველი თუ დასახლება ამ სასტუმროში და გადახდას ნიჭით დააპირებს, მას მოუწევს ქართული ნაციონალური კერძების მომზადება
განაგრძე კითხვა:
ყველაზე სასაცილო რაც დამსვენებელმა შესთავაზა სასტუმროს იყო შოტლანდიური კილტი. მან დემონსტრაციულად შუა ჰოლში გაიხადა კილტი და მიაწოდა მიმღებს. როგორც იცით შოტლანდიელებს კილტის ქვეშ არაფერი არ აცვიათ
მხოლოდ ქართველებს არ გვახასიათებს პლაგიატობა და ამ სასტუმროთა ქსელს სხვებმაც მიბაძეს. მაგალითად სასტუმრო პიზაში ერთი რამის გატარება კლასიკური მუსიკის დისკების ნაკრები დაგიჯდებათ, ხოლო სასტუმრო Lekko-ში ერთი ღამის გატარება საბავშვო ფილმების DVD კრებულის ფასად შეგიძლიათ. მონტესილვანოს სასტუმროში ღამის გატარება ლექსების კრებულის ხარჯზეა შესაძლებელი. სასტუმროებში უფასოდ გაჩერება შესაძლებელია მაგალითად ინგლისური ენის კურსების ან მასაჟის გაკეთების ხარჯზე
აქცია როგორც იცით დიდი ხანი არ გაგრძელდება, თუმცა ზოგიეთმა სასტუმრომ გამოთქვა სურვილი, რომ იგი წლის ბოლომდე გაგრძელდეს.


Comments are closed.