ახალი Blackberry London!
ინტერნეტში სულ ახლახანს გამოჩნდა კომპანია ბლექბერის ახალი მოდელი სახელად Blackberry london. ტექნოლოგიური ბლოგებიდან გამომდინარე ეს ახალი მობილური ტელეფონი იქნება ოპერაციულ სისტემა BBX-ზე, რომლის ძირითად წყაროდ პლათფორმა QNX მიიჩნევა. კომპანიის განცხადებით მოდელი გაყიდვაში 2012 წლის ივნისიდან გამოვა. ასევე ოფიციალური წყაროს თქმით ეს არ არის მოდელი BlackBerry Colt, რომელზეც ადრე საუბარი იყო. მოდელი Colt-იც დაახლოებით მაგ პერიოდში გამოვა. ერთი შეხედვით ეს ახალი მოდელი ძალიან წააგავს BlackBerry Porsche Design P’9981, თუმცა ახალ მოდელს უფრო დიდი ეკრანი გააჩნია. ჯერჯერობით უცნობია მისი ტექნიკური მხარე და შესაძლებლობები.


Comments are closed.