CHOBi CAM – HD კამერა

Notepad.Ge


ახალი მინიატურული კამერა, რომელიც ჩემი აზრით ჯაშუშებს უფრო გამოადგებათ. მას 12.0 მეგაპიქსელით შეუძლია გადაღება, ხოლო გამოსული სურათი 4032×3024 გაფართოების არის. რაც შეეხება ვიდეო გადაღებას. მას ეს ფუნქციაც გააჩნია და მეტიც იგი HD ხარისხში იღებს,გაფართოებით 1280×720 პიქსელი. გადაღების სიჩქარე 30 კადრ წამში შეადგენს. როგორც ყველა ჯაშუშური კამერა, ესეც ავტომატურ რეჟიმში იწყებს გადაღებას. გადაღების დასაწყებად საჭიროა ობიექტივში რაიმე სხეულის მოხვედრა. რა თქმა უნდა ამ ფუნქციის გათიშვა შესაძლებელია და კამერა ჩვეულებრივ სტანდარტულ გადამღებ საშუალებად გადაიქცევა. რაც შეეხება მეხსიერებას, მას microSDHC ბარათის მხარდაჭერა გააჩნია. მაქსიმუმ 64GB ბარათის აღქმა შეუძლია. იგი თავისუფლად ერთდება ტელევიზორებზე და პროექტორებზე, ხოლო თუ კომპიუტერზე შეერთება გსურთ, მაშIნ უნდა შეიძინოთ სპეციალური AV გადამყვანი, რომელიც არ ღირს ძვირი. კამერა გაყიდვაში სულ მალე გამოვა და მისი ფასი 76 ამერიკული დოლარი იქნება.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.