სუიციდის წინასწარ გამოთვლა
ამერიკელებმა კელი პოსნერთან ერთად შეგქმნეს ტესტი, რომელიც ეხმარება ექიმებს გაიგონ, თუ როდის აპირებს ადამიანი სუციდის ჩატარებას. ექსპერიმენტში მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის ადამიანებმა მიიღეს. ესენი იყვნენ: 124 ახალგაზრდა, რომლებსაც ჰქონდათ სუიციდის მცდელობა, 312 ადამიანი, რომელსაც მძიმე დეპრესია აქვთ და 237 ზრდასრული ადამიანი, რომლებმაც სუიციდზე ფიქრის გამო ფსიქოლოგთან დაიწყეს სიარული.
ექიმები ამ ადამიანებს დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ შექმნეს ათ ბალიანი სისტემა, რომლის საშუალებითაც ისინი აფასებდნენ რისკის შემცველ სიტუაციებს ამ ადამიანების ცხოვრებაში.
საბოლოო შედეგების თანახმად სუიციდის მცდელობის გამოცნობა 45%-ით ემთხვეოდა. ცხადია მათ არ მისცეს ადამიანებს საშუალება, რომ მათ თავი მოეკლათ, თუმცა ისინი იწერდნენ და აღრიცხავდნენ ყოველ მომენტს, როდესაც სიტუაცია კრიტიკული იყო.
ექიმების აზრით შესაძლებელია ასეთი ადამიანების გამოსწორება. მათი ხასიათის და ფსიქოლოგიის შეცვლა ეგრედ წოდებული სქრინინგული თერაპიებით არის შესაძლებელი. სუიციდი მსოფლიო პრობლემაა და იგი ყველაზე დიდ პრობლემას სადაზღვევო კომპანიებს უქმნის. 2011 წლის სტატისტიკის თანახმად ამერიკის შეერთებულ შტატებში სუიციდი რიგით მეათე სიკვდილის ვარიანტი იყო. ხოლო სუიციდით გარდაცვლილთა რიცხვი 34598 ადამიანს შეადგენს. საშუალო მაჩვენებელი 100000 ადამიანზე 11.3 გარდაცვლილი იყო.


Comments are closed.