ვიჯექი ტელევიზორთან და ვუყურებდი იმ ახალ გადაცემას 100 გრადუსი ცელსიუსით თუ რაღაც როა. სხვათა შორის საკმაოდ აქტუალურ თემებზე საუბრობენ მაგ გადაცემაში. წინა გადაცემებსაც ვუყურე და ყველა თემა ზუსტად და კონკრეტულად იყო შერჩეული. ამჯერად ამ გადაცემის განხილვის ობიექტი გახდა ქართული შოუ ბიზნესი. გამოგიტყდებით და ამ თემის შესახებ ადრე მინდოდა დამეწერა, თუმცა მაინც არ გავრისკე. მერე შეიძლება წურწუმიას ფანებს ვეცემე სადმე ჩაბნელებულ სადარბაზოში ან რავიცი რა შეიძლება მომხდარიყო. ვეცდები საკუთარი აზრი გამოვთქვა ჩვენი საყვარელი შოუ ბიზნესის შესახებ ![]()
აიღეთ თვითონ ეს ფრაზა: ქართული შოუ ბიზნესი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მეცინება, როდესაც ეს მესმის. აი რა არის ან რას წარმოადგენს იგი ჩვენს ცხოვრებაში. რეალურად თუ გესახებათ თავში ისეთი ადამიანი, რომელიც ქართული შოუ ბიზის მონაწილე და მაცოცხლებელი ძალაა. მე არა.
საქართველოში იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ბიზნესი ბიზნესობდა, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც კასეტიანი მუსიკის დამკვრელი დიდ მიღწევად ითვლებოდა. რა ხდება დღეს? გვაქვს ინტერნეტი, გვაქვს Ipod და სხვა თანამედროვე საშუალებები, რომლებშიც ვუსმენთ მუსიკას. ვიცით ტელევიზორი, ვიცით მუსიკალური არხები, გადაცემები, საიტები და სხვა, რითაც ვიგებთ ახალ-ახალ ჰიტებს.
განაგრძე კითხვა:
მე გავაგრძელებ ამ პოსტს, ხოლო ამ პერიოდში ჩემს მიერ დაწერილი სტატუსი პირწიგნაკზე 30 მოწონებას დაიმსახურებს და აი ამ ახლად გამომცხვარ პოსტს მივართმევ ხალხს
).
მთავარ გვერდზე დავწერე, რომ არავის გვიკვირს XXI საუკუნეში ტექნიკის ბოლო მიღწევები. თუმცა აქ ჩემ აზრს დავაფიქსირებ, რომ არ მივეკუთვნები ისეთი ადამიანების რიცხვს, რომელიც მუსიკალურ გემოვნებას და მოდას ”Music Box”-ის საშუალებით ამყარებს. ნუ იყო მაგ არხზე ხოდში ისეთი სიმღერები, რომლებიც სასაცილოდ არ მყოფნის, მაგრამ რა? ძალით უნდა მომწონებოდა? საწყენად არ ვამბობ ამას, მაგრამ ბევრი უგემოვნო მუსიკა იკვრება. არ იფიქროთ, რომ ამას უბრალოდ ნიშნის მოგებით ვამბობ, რადგან მე პირადად ელექტრონული მუსიკის მსმენელი ვარ ასე თუ ისე. თუმცა ამის მიუხედავად ძველი მუსიკის შედევრებიც მომწონს.
აი მოდი შეკითხვას დავსვამ ასე: რატომ უნდა მოვუსმინო მე, 19 წლის ახალგაზრდა ადამიანმა ლელა წურწუმიას ან თუნდაც ნინო ჩხეიძეს? ამას არავის საწყენად არ ვამბობ. შეიძლება 19 წლის ხარ ახლა შენ ვინც ამას კითხულობ და ლელას ფანი ხარ, ან კიდევ რიგითი სამარშუტო ტაქსის მძროლი ხარ და ჩხეიძის ფანი ხარ, თუმცა დამეთანხმებით ყველა, რომ ლელა წურწუმიას მოსმენას მე პირადად მირჩევნია მოვუსმინო Brian Adam-სს. ახლა იტყვით რატომ ადარებ ამ ორ შემსრულებელსო
და რატომ არ უნდა შევადარო აქ ჰომ გემოვნებაზეა საუბარი. გემოვნებაზე სწორედაც რომ დაობენ და მგონი სწორი არჩევანი მაქვს გაკეთებული, რომ ახალგაზრდა ადამიანი არ ვიწამლავ სმენას ქართული მუსიკით.
მოვიწამლო არა თუმცა ჩვენს მკვდარ შოუ ბიზში მაინც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თანამედროვე შტრიხებით გააცოცხლონ იგი. თუმცა მე მათ არ მივაყენებ შეურაცხყოფას და არ მოვიხსენიებ, როგორც ქართული შოუ ბიზნესის კოლექტივის შემადგენელ ნაწილს. აი თუნდაც სტეფანე და 3G. ახალი ხილი არაა ნამდვილად და ამ ადამიანებმა ბევრი შეძლეს ერთად მუშაობით. მე პირადად ძალიან მომწონს მათი მუსიკა. ახლა რომ გითხრათ, რომ ვიღვიძებ და ვიძინებ მათი მუსიკით მოგატყუებთ, თუმცა როდესაც იგი მესმის არ ვღიზიანდები. კარგი ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ იშრომეს და შეძლეს ეს:
[pro-player width='530' height='253' type='video']http://www.youtube.com/watch?v=o5EhKLWhVyo[/pro-player]
აი მომწონს მე ეს და მათი სხვა კლიპებიც, ბოლოს და ბოლოს MTV-მდე მივიდნენ და მოხვდნენ მათ ჩარტში. მგონი დამეთანხმებით, რომ ჯობია ამას უსმინო ვიდრე გია სურამელაშვილს
ასეთი მუსიკის მოსმენა მე პირადად ყველგან მესიამოვნება. ანუ მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა სეგმენტს, რომელიც უსმენს თანამედროვე ქართულ მუსიკას. ნუ ყველა თანამედროვეს არა რა თქმა უნდა.
ყველაზე ძალიან ის არ მესიამოვნა, რომ გადაცემაში ლელა წურწუმიაზე მიდიოდა ისეთი საუბარი, რომ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ლელა არის მათი კერპი. ძალიან მეცინებოდა, რადგან ერთი შეხედვით ანონიმური ლოთების შეკრება მეგონა. გამარჯობათ მე ვარ მამულიჩა და მე მიყვარს ლელას სიმღერები. გამარჯობა მამულიჩააააა
კარგი რააა
კაი იყო ეგ ქალი აქტუალური 10 წლის წინ. გაუძლო დროს რომ ამბობ. უსმენ შენ და შენს გარშემო შეკრებილი რაღაც კუბი, რომელსაც გაღმერთებული გყავთ ეს ადამიანი და მეტიც ეძახით პოპ მუსიკის დივას
უხეშად გამომდის ალბათ, მაგრამ მე ვსაუბრობ ყველა თანამედროვე ახალგაზრდა ბავშვის სახელით. ძალიან შევიჭერი როლებში ![]()
კარგი ყველაფერშიც არ ვარ მე მართალი. რაღაც ნაწილში ვეთანხმები იმ ხალხს. მაგალითად იმაში, რომ ახალ-ახალი გამოჩენილი ძალით ვარსკვლავები ისედაც ძირავენ შოუ ბიზნესს. გარდა ამ ადამიანის ნათესავებისა, მეგობრებისა, მეზობლებისა და სხვა ნაცნობებისა, დამისახელეთ ერთი მიზეზი მაინც, თუ რატომ უნდა მოვუსმინო ამას:
[pro-player width='530' height='253' type='video']http://www.youtube.com/watch?v=lu8aI3ICPpk[/pro-player]
აი ამას რომელი ნორმალური ადამიან მოუსმენს?
მაგრამ აქ შეიძლება სულ სხვა მომენტია, რომ უბრალოდ ადამიანს გააჩნდა სურვილი ემღერა და ამღერდა. რატომ არ ამღერდა სადმე პადვალში, იქ სადაც ვერავინ გაიგებდა მის ხმას
არ ვიცი რა…
რა არის საჭირო, რომ გახდე ვარსკვლავი. მგონი კარგი კითხვაა. ესეიგი დავიწყოთ:
მამულიჩას კურთხევა, რომ შენ ხარ დღეიდან ვარსკვლავი
მამიკოს ბიზნესები და ფულები
ბეეევრი sms-ები
ტრაკში პერო გაყრილებში გარევა
სტუდია თბილისში ერთი ალბომი უნდა ჩაწერო
კლიპი უნდა გაუშვა მაესტროზე
ნუ ეს არასრული ჩამონათვალია, რაც გესაჭიროება, რომ გახდე ვარსკვლავი და მოდურ ღონისძიებებზე უფასოდ შეხვიდე
ლოგიკურია გაჩნდა კითხვა: რატომ? რატომ უნდა იყოს დამოკიდებული ჩემი ხალხში გამოჩენა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე ან ვიღაც სხვა ადამიანზე თუ მე ვარ ნიჭიერი. შეგნებულად არ დავასახელებ ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა ნუცას სკოლაში. ჩემი აზრით მისი გათვლა იყო უაზრო. ანუ არის ასეთი სიტუაცია. შენ ხარ ახალგაზრდა გოგო. ნუ მიხვდით ალბათ რა ასაკის, დაახლოებით 15-20 წლამდე. გინდა გახდე პოპულარული და ხალხმა გისმინოს ჰო? ანუ შენ თუ ამ ასაკობრივ ხალხს მიეკუთვნები შესაბამისად შენ უნდა მოგისმინოს ჩემხელა ბიჭმა სიტყვაზე. რატომ გამოდიხარ ნუცას სკოლაში, რომელიც გადის დილით აი რომ თენდება მაშინ და ხარჯავ sms-ებში დიდ თანხას, რომ მოიგო
მე ნორმალური 19 წლის ადამიანი დილაუთენია ჰომ არ ვიღვიძებ?
ჰომ არ ვიღვიძებთ ნორმალურებო?
(აქ პოსტის ავტორი გულიანად იცინის)
არაა აუცილებელი ნუცას სკოლები და ჯეოსტარები, რომ ხალხმა შეგიყვაროს
ორი ჯგუფი, რომელიც უყვარს ქართულ მსმენელს. მგზავრები და ფრანი. მე პირადად ორივე მომწონს. რომელიმე ჯგუფმა დახარჯა თანხები, რომ პოპულარულები გამხდარიყვნენ? ან რამეში ფული გადაიხადეს? თავისით მიუვიდათ ყველაფერი ჰო? ანუ შენც გამოგივა ეს. ათასების დახარჯვას ერთხელ გამოდი ისეთ ადგილას და იმღერე სადაც შენხელები იქნებიან და მოგისმენენ. ოღონდ არ იმღერო კაკლის მურაბა და მისნაირები, თორემ პამიდვრები არ აგცდება ![]()
იმის თქმა მინდა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. შეიძლება იყიდო, მაგრამ რაღაც პატარა მონაკვეთში. აიღე ბერა. ხარჯავს მილიონებს თავის სიმღერებში. თუმცა მე მომწონს ეგ ბიჭი
მაგრამ რეალურად მამამისის საქმე აქტუალურობას დაკარგავს და ბერა აღარ ეხსომებათ. ისე ვაღიარებ ჭკვიანი ბიჭია, პოლიტიკა გამოიყენა და ამღერდა ![]()
მოვრჩები მე ტვინის ბურღვას და როგორც ყოველთვის ამ პოსტშიც გავმეორდები და ვიტყვი, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. არავის წყენინება არ მინდოდააა გკოცნიიით :*


Comments are closed.