მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ გენეტიკურად შექმნილი სისხლი მიიღონ, იაპონელები ისევ და ისევ ბრინჯს მიმართავენ მოცემული პრობლემის გადასაჭრელად. ცნობილი ფაქტია და ყველამ იცის, რომ იაპონელები ტვინით არც ერთ ერს არ ჩამოუვარდებიან. მათ მოახერხეს და შექმნეს ისეთი ბრინჯის სახეობა, რომელიც ალბინოლს შეიცავს. ალბინოლი ერთ-ერთი მთავარი ელემენტია სისხლის შესაქმნელად. იაპონელი მეცნიერების აზრით მათ უკვე გააჩნიათ შესაბამისი ტექნოლოგიები, რათა აწარმოონ ბრინჯისგან სისხლი, რომელიც მომავალში დონორის ფუნქციას გამოუყენებელს გახდის. ადამიანები ხელოვნურ სისხლს გადაისხავენ საჭიროების შემთხვევაში.
დონორის სახით მიღებული სისხლი ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება ავადმყოფ ადამიანს. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად არის იმის საშიშროება, რომ სისხლის გადასხმის პროცესში ადამიანმა ვირუსული ინფექცია აიკიდოს. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არც თუ ისე ბევრი ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ გახდეს დონორი და ჩააბაროს სისხლი. პრობლემა იმაშია, რომ ყველას არ ეყოფა სისხლი.
როგორც ყოველთვის მეცნიერები ჯერ ცდებს ცხოველებზე ატარებენ, ხოლო შემდეგ გამოცდიან ადამიანებზე. მეცნიერებმა ხელოვნურად შექმნილი სისხლი გამოცადეს დაავადებულ თაგვებზე. ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და თაგვები განიკურნენ.


Comments are closed.