იაპონიის რადიაციის დონე ორჯერ დიდი ყოფილა
ანდრეას შტოლი მუშაობს ნორვეგიის უნივერსიტეტში. მისი მოვალეობაა ჰაერში რადიაციის დონის კონტროლი. იგი ირწმუნება, რომ იაპონიაში ფუკუსიმაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაბინძურება ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე ამას იაპონიის ხელისუფლება აცხადებს.
ბოლო გამოთვლის შედეგად 20 აპრილამდე ფუკუსიმადან რადიაციის გავრცელება 15 000 იყო, რადიაციის საზომი შკალის მიხედვით. თუმცა რამდენიმე დღის წინ ხელახალი გამოთვლის ჩატარების შედეგად გაირკვა, რომ ეს რიცხვი ორჯერ უფრო მეტია და იგი 36 000 შეადგენს. ეს დაახლოებით 42%-ით უფრო მეტია, ვიდრე ცნობილ ჩერნობილში მომხდარი ავარიის შედეგად ჰაერში მომხდარი დაბინძურება.
ოფიციალური იაპონია ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ამის გაგების შემდეგ რადიაციის საექსპერტო ჯგუფები ორჯერ გაიზარდა მომხდარის ადგილზე. მათი თქმით ოფიციალურ დასტურს ისინი საკუთარი გამოთვლების შემდეგ გააკეთებენ.
მეცნიერების აზრით რადიაციის 1/5 წყნარ ოკეანეში გავრცელდა, ხოლო 2% იაპონიის ფარგლებს გარეთ მიმოიფანტა. რა შედეგს მოიტანს ეს ადამიანებზე ჯერჯერობით უცნობია. შეუძლებელია წინასწარ გამოიკვლიო და შეამოწმო ჯანმრთელობაზე ყველა ადამიანი. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რადიაციის გამოვლინება შესაძლოა ამ თაობაში არ მოხდეს, მაგრამ ინფიცირებულების მომდევნო თაობებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი გამოვლინებები, რასაც ჭარბი რადიაციის დონე იწვევს.


Comments are closed.