ინგლისის სახელმწიფო ხაზინამ მეტად უჩვეულო პროექტი შესთავაზა მისი ქვეყნის ახალგაზრდობას. პროექტი მდგომარეობს იმაში, რომ სპეციალურად ”დათრეინინგებული” ადამიანები დაეხმარებიან ბავშვებს კომპლექსებისა და საკუთარი თავის შეფასების გამოსწორებაში. ხოლო ამ ყოველივეს სისრულეში მოყვანისთვის ისინი იყენებენ ყველასთვის ცნობილ პროდუქტს სახელად Photoshop. ეს ადამიანები შეეცდებიან საქმე გამოუსწორონ ახალგაზრდებს სურათების გამოყენებით. ამ სურათებზე იქნებიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ არიან დამუშავებული ზემოთ ნახსენებ პროგრამაში.
ფსიქოლოგების აზრით ასეთი მკურნალობის მეთოდი გამართლებულია, რადგან ადამიანი როდესაც სხვას უყურებს და ხედავს, რომის მას ჯობია, მშვიდდება და საკუთარი თავის დაფასებას იწყებს. ქართველებისთვის ეს განსაკუთრებით მკაცრ ფორმებში გატარდება. ჩვენ ვერ ვიტანთ, როდესაც ვინმე გვჯობნის თუნდაც სილამაზეში
სპეციალისტები ახალგაზრდებს მიუთითებენ იმ ადამიანების ყოველ ფიზიკურ ნაკლოვანებაზე, რაც მათ გააჩნიათ.
განაგრძე კითხვა:
აუცილებლად უნდა შევეხოთ მედია-რეკლამას. რეკლამები, რომელიც ტელევიზორში გადის, თავისთავად დამუშავებულია. როგორც ფოტო სურათები, ასევე სარეკლამო რგოლებიც მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. ფსიქოლოგების აზრით რეკლამაში დამუშავებული ადამიანები განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე, რომლებიც 10-12 წლის ასაკში იმყოფებიან. ამ ეტაპზე მათი განვითარება აქტიური ტემპებით მიმდინარეობს.
ამ პროექტის შემუშავებაში მშობელთა კავშირებმა დიდი როლი ითამაშეს. მათ პროტესტული მოთხოვნა გააჩნიათ გრაფიკული დიზაინერების მიმართ. მშობლები მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ვირტუალური ეფექტები გამოიყენონ მათ, რათა მათი შვილების ფსიქოლოგიას არ მიაწვეს ზიანი


Comments are closed.