ორგანიზმს გააჩნია მაღვიძარა

Notepad.Ge

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანში არის რაღაც ელემენტი, რომელიც თავისებურად მაღვიძარას ფუნქციას ასრულებს და ყოველ დილით ადამიანს აფხიზლებს. მეცნიერები დიდი ხანია რაც ადამიანის ბუნებრივ ანუ ბიოლოგიური საათის შესწავლას ცდილობენ, თუმცა დღესდღეობით მაინც არ არის მოცემული მისი მუშაობის პრინციპი და მონახაზი. სულ რამდენიმე დღის წინ ალბერტ აინშტაინის სახელობის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს დეტალი, რომელიც ბიოლოგიური საათის მთავარ ნაწილად ითვლება.
საჩინანდა პანდა არის ადამიანი, რომელმაც პირველად შეძლო JARID1a ელემენტის გამოყოფა. ცნობილია, რომ სწორედ ეს ელემენტი იწვევს ადამიანში გაღვიძებას და გამოფხიზლებას. მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის საფუძველზეც გაირკვა, რომ JARID1a-ის გარეშე ბიოლოგიური საათი ვერ ფუნქციონირებდა ნორმალურად. ანუ იგი შესაბამისი ძალების მოკრებას ვერ ახერხებდა მის გარეშე. ეს ექსპერიმენტი პანდამ ბუზებზე ჩაატარა. შედეგად მიიღო ისეთი მფრინავი არსებები, რომლებმაც არ იცოდნენ როდის უნდა დაეძინათ და ქაოსურად იქცეოდნენ.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.