მეცნიერებს არ ასვენებთ იმაზე ფიქრი, რომ კოსმოსი ასათვისებელია. ამის გამო მათ თავში მუდმივად ტრიალებს ოცნება, რომ ისინი ერთ დღეს შეძლებენ კოსმოსში მოგზაურობას და მის დათვალიერებას. მეცნიერებს დიდი სურვილია ქვთ ვარსკვლავებთან მოხვედრის და ახლოდან დათვალიერების. თუმცა ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ადამიანი თავის სიცოცხლეში ვერ მოახერხებს იმ მანძილის გადალახვას, რომელიც დედამიწასა და ყველაზე ახლოს მყოფ ვარსკვლავს შორის არის. გაგიკვირდებათ და მათ გამოსავალი მონახეს. გამოსავალი გამრავლებაშია. ანუ გამოდის, რომ თუ ადამიანმა ვერ მოახერხა ვარსკვლავამდე მიღწევა, ამას მისი შთამომავლობა შეძლებს, რომელსაც იგი გააჩენს კოსმოსში ყოფნის დროს.
სწორედ ამის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა დახურული კონფერენცია, სადაც განიხილეს ის შემთხვევა, სადაც ადამიანი ერთი საუკუნის მანძილზე კოსმოსში იქნება. დაახლოებით ეს დრო არის საჭირო იმისათვის, რომ მან პირველ ვარსკვლავამდე მიაღწიოს. თუმცა არის პრობლემა,ხოლო ეს პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: შეძლებს თუ არა ადამიანი ამ დროის მეოთხედის ყოფნას კოსმოსში? ეს ფაქტურად შეუძლებელია. ამისათვის აუცილებელია გრავიტაციული კლიმატის შექმნა, რაც ჯერჯერობით შეუძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ხარჯზე.
განაგრძე კითხვა:
ადამიანი რამდენიმე თვის შემდეგ ვეღარ ძლებს კოსმოსში, რადგან იწყება მხედველობის დაქვეითება, ძვლების დასუსტება და ყველაზე ცუდი, ყველაფერი სიკვდილით სრულდება. ასე რომ დასახული მიზნის მიღწევა არც თუ ისე მარტივი იქნება. გამრავლებაც არ იქნება მარტივი საქმე. გრავიტაციის არ არსებობის შემთხვევაში ემბრიონის განვითარება რთულად მოხდება, შეიძლება არც მოხდეს. აი თვითონ ჩასახვის პროცესი ანუ სექსი დიდ გამჭრიახობას და გამომგონებლობას მოითხოვს კოსმოსში
სექსი კოსმოსში ძალიან სასაცილო იქნება, რადგან ხახუნის ძალა იქ არ მოქმედებს და ყოველ მოძრაობაზე ადამიანი კედელს მიეხეთქება. ეს ერთგვარი მაზოხისტური სექსი იქნება


Comments are closed.