საფრთხე ველოსიპედისტებს

Notepad.Ge


ყველას გექნებათ ნაფიქრი იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა სამსახური ველოსიპედის საშუალებით წასვლა, რადგან არაფერია იმაში ცუდი, თუ დილიდან სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ და ცოტას წაივარჯიშებ. ვარჯიშით ნამდვილად წაივარჯიშებ, მაგრამ აი სუფთა ჰაერზე და ჯანმრთელობაზე რა მოგახსენოთ.
ლონდონის უნივერსიტეტის ეკოლოგიის სექტორმა დაადგინა, რომ ველოსიპედით ქალაქში სიარული არც ისე კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. სექტორმა საკუთარი აზრის დასამტკიცებლად მოიწვია 12 ადამიანი, რომელთა ნაწილი ქალაქში ველოსიპედით დადის, ხოლო ნაწილი ამჯობინებს ფეხით გასეირნებას.
ექვსი თვის მანძილზე ამ ადამიანებს გარკვეული რიგი ექსპერიმენტები უტარდებოდათ და საბოლოოდ ფილტვების შესწავლით გაირკვა, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ველოსიპედით დადიოდნენ 2.3 ჯერ უფრო დაბინძურებულები არიან, ვიდრე ფეხით მოსიარულეები.
განაგრძე კითხვა:

რითი შეიძლება აიხსნას ეს ფაქტი? საქმე იმაზე მარტივადაა ვიდრე თქვენ გგონიათ. საქმე იმაშია, რომ ადამიანი როდესაც ველოსიპედით დადის, შესაბამისად უფრო ხშირი ინტენსივობით სუნთქავს, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც ფეხით მისეირნობს ქუჩაში. გამონაბოლქვის შესახებ ყველამ კარგად ვიცით იმედია. სწორედ ეს გამონაბოლქვი ხშირი სუნთქვის გამო უფრო დიდი რაოდენობით ხვდება ველოსიპედისტის ორგანიზმში, ვიდრე ფეხით მოსიარულის. ხშირი სუნთქვით ადამიანის ფილტვებში უფრო მეტი აზოტი ჩადის, რომელსაც მანქანები გამონაბოლქვის სახით გამოყოფენ.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.