ამერიკის თანამგზავრი UARS დღეს ღამე ჩამოვარდება დედამიწაზე. მისი ზომა დაახლოებით სატვირთო ავტომობილის ზომას უდრის, ხოლო წონა ექვსი ტონაა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ NASA-მ ამ დრომდეც არ იცის, თუ სად დაეცემა ეს თანამგზავრი. მეცნიერების აზრით თანამგზავრი სრულ ზომაში დედამიწაზე ვერ დაეცემა, რადგან მისი მასის დიდი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვება. დედამიწაზე დაახლოებით 600 კილოგრამი დაეცემა. მათი აზრით ამ 600 კილოში აუცილებლად იქნება 150 კილოიანი ტიტანიუმის ნაწილი. როგორც მოგახსენეთ დაცემის ადგილი უცნობია. თუმცა არსებობს ისეთი ვარიანტიც, რომ იგი მხოლოდ ერთ ადგილას არ დაეცემა, არამედ მისი ნაწილები მიმოიფანტება და შეიძლება დასახლებულ ადგილებში დაეცეს. NASA-ს აზრით ალბათობა იმისა, რომ ნაწილი ადამიანს დაეცეს 1:3200 უდრის. ისინი მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ შეეხონ ჩამოვარდნილი თანამგზავრის ნაწილებს. პირველ რიგში იმის გამო, რომ რადიაციაა, ხოლო მეორე იმიტომ, რომ იგი ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა. ჩვენი მეზობელი რუსეთის მეცნიერებმა გამოთვალეს დაახლოებით, თუ სად შეიძლება ჩამოვარდეს თანამგზავრი. მათი აზრით იგი ინდოეთის ოკეანეში, 90 კილომეტრით მოშორებით დასახლებული პუნქტიდან ჩამოვარდება. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია.


Comments are closed.