Wi-Fi იწვევს ალერგიას

Notepad.Ge

ძალიან ძალიან უცნაური პოსტი მინდ დავწერო, დიდი ხანი ვიფიქრე ამაზე დამეწერა თუ არა მაგრამ ბოლოს მაინც მოვაბი თავი :D დედამიწაზე ძალიან ბევრი რამ არსებობს რაც ადამიანში ალერგიულ გამოვლინებას იწვევს. ჩემდა გასაკვირად ინტერნეტში ბოდიალის დროს მივაგენი ალერგიის ერთ-ერთ სახეობას, რომელსაც Wi-Fi იწვევს. აღმოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ალერგიული გამოვლინებები ემართებათ მას შემდეგ რაც Wi-Fi წერტილებში ხვდებიან. მანამ სანამ ექიმები ფიქრობენ, თუ როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა, ასეთ ადამიანებს ტყეში ხშირ სიარულს ვურჩევ, იქ სადაც Wi-Fi ვერ შეგხვდებათ.
დიანა შოუს განცხადებით მაშინ როდესაც იგი Wi-Fi-სთან ახლოს იმყოფება, მას ფიქრი ძალიან უჭირს. ამ ალერგიის გამო მას ბევრი რამის შეცვლა მოუწია ცხოვრებაში. ისეთი ცვლილების მოხდენა, როგორიცაა მაგალითად ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადასვლა საცხოვრებლად.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქალაქში, რომლის სახელწოდებაა გრინ ბენქსი, დიანას ნაირი ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქალაქის უმეტესი ნაწილი დიანას ჰგავს, რადგან ისინიც ცუდად გრძნობენ თავს უკაბელო ტექნოლოგიების გარემოცვაში.
ექიმები და სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიურ საკითხებში აცხადებენ, რომ ამ ფენომენს არანაირი ახსნა არ გააჩნია, თუმცა ისინი გაურკვევლობაში რჩებიან, რადგან Wi-Fi-ს ადამიანისთვის ზიანი არ მოაქვს, თუმცა კონკრეტული ადამიანების შემოწმების შემდეგ ორგანიზმში ცვლილებები დაფიქსირდა მაღალი სიხშირით.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.