კანადის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოკვლევების მიხედვით, უძილობა შეიძლება გაჩნდეს ისეთ ოჯახში, სადაც ერთ ადამიანს მაინც აწუხებს იგი. მეცნიერების აზრით ამის ალბათობა 67%-ია.
სოციოლოგებმა 3485 ადამიანი დაითანხმეს იმაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ კვლევაში. მათ ტელეფონზე დაურეკეს და დეტალურად გამოკითხეს მათი და ოჯახის წევრების ძილის ხარისხი. ამასთან ერთად ისინი 12 თვეში ერთხელ წერილობით ავსებდნენ ანკეტას სადაც მითითებული იყო მათი წლიური მონაცემები.
ანკეტების მიხედვით 40%-ს ოჯახში ჰყავდა ადამიანი, რომელსაც უძილობა აწუხებდა, ხოლო ამ ადამიანების 78% ანალოგიურად გრძნობდა თავს. მეცნიერების აზრით პირველ რიგში ეს მოვლენა აიხსნება გენეტიკით. გენეტიკურად ადამიანს ბევრი რამ მოჰყვება მისი წინამორბედისგან. მეორე ვარიანტი კი არის ის, რომ ადამიანი უბრალოდ ზედმეტად იწყებს ფიქრს უძილობაზე, რის შემდეგადაც იგი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
ეს შედეგები წარდგენილი იყო 4 სექტემბერს კონგრესზე, რომელიც მთლიანად მედიცინას, კერძოდ კი ძილს დაეთმო.


Comments are closed.