ინგლისი ახალი კანონის მიღებას გეგმავს, რომელიც ძალაში 7 ნოემბრიდან შევა და მის ტერიტორიაზე გავრცელდება. კანონის თანახმად ცისფერებს სისხლის დონორის სახით ჩაბარების უფლება მიეცემათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ სექსუალური კონტაქტი არ ექნებათ ერთი წლის მანძილზე სხვა კაცებთან.
ვინც არ იცით გეტყვით, რომ კანონი დონორობაზე ინგლისში აკრძალეს 1980-იან წლებში. ყველანი ხვდებით ალბათ რა იყო ამის მიზეზი
თუმცა 2011 წლის აპრილში ეს საკითხი ისევ აქტუალური გახდა და სამედიცინო კომისიის დასკვნით ცისფერი ადამიანის სისხლი არაფრით არ არის საშიში სხვა ადამიანისთვის. რა თქმა უნდა იგი ყველანაირი წესების დაცვით იქნება შემოწმებული ხოლო შემდეგ მიიღებ სადონორო სისხლის სტატუსს.
კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით მათ ახალი მეთოდი შეიმუშავეს მავნე ვირუსების გამოვლენის. ამგვარად სისხლში ვირუსის აღმოჩენის პროცენტულმა მაჩვენებელმა 30%-ით მოიმატა. ეს უსაფრთხოებაზე კარგად აისახა.
ინტერნეტში ძრომიალის დროს ისიც გავარკვიე, რომ თურმე თავდაპირველად იგეგმებოდა უფლების მიცემა იმ კაცებისთვის, რომლებიც 10 წელი თავს შეიკავებდნენ სექსუალურ ურთიერთობებზე.

