მანქანის სახელმწოდებაა Smart Forvision და იგი კომპანია BASF-მა ააწყო. მანქანის შექმნისას გამოიყენეს ისეთი ტექნოლოგიები და მატერიები, რის შედეგადაც მიღებული მანქანა ბევრს არ იწონის. მანქანის კორპუსი ეპოქსიდისგან არის დამზადებული, რის გამოც იგი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. შედეგად 20%-ით უფრო მეტი მანძილის გავლა არის შესაძლებელი. მანქანას არ გააჩნია კონდიცირების სისტემა, მაგრამ იგი ისეთი საღებავით არის დაფარული, რომ ზაფხულში მასში გრილა, ხოლო ზამთარში თბილა. მიუხედავად ამ დაფარვისა მანქანას მაინც გააჩნია საჯდომების გათბობა, თუმცა იმდენად სუსტი, რომ იგი თითქმის არ იგრძნობა. მანქანა პირველად ფრანკფურტის ავტო გამოფენაზე იქნება ნაჩვენები, ხოლო წარმოებაში იგი 2014 წელს ჩაეშვება.

