ხარ თუ არა მანდილის ტარების ღირსი

 

Notepad.Ge

დიდი ხანია სოციუმის კატეგორიაში პოსტი არ დამიწერია და რატომღაც მომინდა დაწერა. მოგეხსენებათ ამ კატეგორიაში იწერება განსაკუთრებული თემების შესახებ, განსაკუთრებულად შექმნილი პოსტები. სანამ წერას დავიწყებ მინდა ერთი რამ გითხრათ. ეს არის ბლოგი, ბლოგს გააჩნია მეპატრონე, რომელსაც საკუთარი შეხედულება გააჩნია ყოველივე გარშემო მყოფზე, ისევე როგორც მაგალითად შენ ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ :) ამხელა შესავალი გავაკეთე მხოლოდ იმის გამო, რომ ხშირად აზრს მოკლებული კომენტარები რჩება ბლოგზე :)
დღევანდელი თემა ეხება კონკრეტულად მანდილოსნებს, თუმცა მხოლოდ მათი წასაკითხი არაა ეს პოსტი :D მაშ ასე, დღის კითხვა: ხართ თუ არა მანდილის ტარების ღირსი? ანალოგიური კითხვა დავსვი ჩვენს საყვარელ Facebook-ზე, სწორედ ამის მერე გამიჩნდა ამ პოსტის დაწერის სურვილი.
არ გეგონოთ, რომ ამ კითხვით მე რომელიმე თქვენთაგანს პირად შეურაწყოფას გაყენებთ, ეს კითხვა ზოგადია :) ჯერ აუცილებლად გავშიფროთ თვითონ სიტყვა მანდილოსანი. ეს სიტყვა ახალი არაა ჩვენს ენაში და უძველესი დროიდან მოდის. მანდილოსანი ერქვა ისეთ ქალს, რომელიც თავისი პატიოსნებითა და სისპეტაკით ღირსად ითვლებოდა ეტარებინა მანდილი. XXI საუკუნეში სამწუხაროდ მანდილით არავინ დადის, თუმცა ეს ყოველივე შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით გამოვიყენოთ. მანდილის ტარება აუცილებელი არაა, რომ პატიოსნება დავინახოთ ადამიანში. ცუდია, რომ ამ პატიოსნებას ყველა ადამიანში ვერ ვხედავთ. თუმცა ეს კანონზომიერია. კარგი და ცუდი ყველგან უნდა იყოს. ცუდი თუ არ იქნება კარგის ფასს ვერასდროს გავიგებთ. ყოველდღიურად დავდივართ ქუჩაში, გვაქვს ურთიერთობა ათობით ადამიანთან, ესენი არიან უბრალო ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები და ასე შემდეგ. კითხვა არიან თუ არა ისინი პატიოსანნი როდესმე გაგჩენიათ? ბევრზეც გეცოდინებათ რომ არ არის პატიოსანი, თუმცა მისი ქცევით და თავდაჭერით მას ბევრი შეჰყავს შეცდომაში :D
განაგრძე კითხვა:

პოსტის სახელწოდება არის ხართ თუ არა მანდილის ტარების ღირსი. ბევრჯერ მიფიქრია ამ კითხვაზე. ნუ ჩემ თავზე არა რა თქმა უნდა :D ხშირად ამაზე ფიქრი მიწევდა მაშინ, როდესაც ქართულ ნაციონალურ სუფრაზე მანდილოსნების სადღეგრძელო ისმებოდა. ბევრჯერ ყოფილა ამ ახლო წარსულში, რომ ჩემ თვალწინ ლოცავდნენ ისეთ გოგონებს, რომლებიც ერთი პროცენტითაც არ იმსახურებენ მანდილოსნის წოდებას. საწყენია ის ფაქტი, რომ ნელნელა გადაგვარება მიდის :) თავი რომ დავანებოთ ყოველივე იმას, რაც უკვე კაი ხანია მოშალეს და ”ნოვო გრუზინობად” აქციეს.
ადრეული დროიდან მამაკაცები მიირთმევენ სასმელს და ამბობენ სადღეგრძელოებს. დღესაც ასე ხდება და მე ეს ძალიან მიხარია, უბრალოდ ერთი რაც მაბრაზებს. კაცებო ქალები გვჯობნიან :D ერთი და ორი ჭიქის დალევაზე არ მაქვს საუბარი :D უბრალოდ ბევრჯერ მინახავს გოგო სვამდეს ისე, რომ ბევრ ბიჭს ჯობნიდეს. არანორმალურია ალბათ დამეთანხმებით. ნუ ამ აბზაცს მოყვება კომენტარი, მერე რაა რა მოხდა ერთობიან ბლა ბლა ბლააა ნეჰ ნეჰ ნეეეჰ :D გართობა მე ვიცი ლოგინში :D და სასმელის უზომოდ დალევა და მერე ღმერთმა იცის სად ჩაძინება და ვისთან ერთად ჩაძინება, დამეთანხმებით და ცუდია!!!
მანდილოსნის ინსტიტუტი ბევრ გოგოში მოშლილია. მე არ მაქვს ამის განსჯის უფლება, მაგრამ ბლოგის წესის მიხედვით მე ყოველგვარ წესებს გადავაბიჯებ და ღიად ვილაპარაკებ (The მამაცი) :D ბევრ გოგოს აქვს იმაზე პრეტენზია, თუ რატომ არ სცემენ მათ პატივს. პატივისცემას დამსახურება უნდა. ხშირ შემთხვევაში გოგო თავისი საქციელით გამოხატავს თუ როგორია ის შინაგანად. როდესაც ადამიანი იქცევა ისე, როგორც ეს არ არის მიღებული, მაშინ მისი მოქცევა და პიროვნული თვისებები მეტყველებენ მასზე. ჰაერზე არაფერი არასდროს არ მოდის, ყველაფერს თავისი ლოგიკური ახსნა გააჩნია.
მოვიყვანოთ ყველაზე სასაცილო და უაზრო მაგალითი :D გოგო რომელიც გადაიღებს სურათს, სადაც მას უჩანს ყველაფერი, ლოგიკურად ბიჭი, რომელიც ამ სურათს ნახავს გაუჩნდება ამ გოგოს ”შებმის” სურვილი. როდესაც გოგო გაიგებს, თუ ტვინი ეყო რა თქმა უნდა, რომ მას ბიჭი კერავს, მას ეს ეწყინება. მაგრამ რატომ? ამის საბაბი ხომ თვითონ შექმნა. შენიშვნა: ამ მაგალითით მე არ ვეხები ნატურალისტებს :D
ბევრი ასეთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მე არ დავიწყებ ზედმეტ ლაპარაკს. ამ პოსტს წაიკითხავს ვინმე ასეთი და მიხვდება, რომ მასზე ვლაპარაკობ :D უბრალოდ შეიძლება ეს პოსტი უაზროდ ჩათვალოთ, მაგრამ ამით ის მინდოდა მეთქვა, რომ ყველას ნუ გექნებათ პრეტენზია წმინდანობაზე. ნუ დაუდგებით და გაუტოლებთ თავს ისეთ გოგონებს, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ სახელ მანდილოსანს. იყავით იქ სადაც ხართ და მიიღეთ ის რაც გეკუთვნით :)
მე არანაირი შური და ბოღმა არ მალაპარაკებს ამას :D მე ამით უბრალოდ ვერთობი და თქვენც გართობთ :D

შენიშვნა: ნოვო გრუზინების და წელში გადატეხილი გოგოების კომენტარები არ მაინტერესებს :D

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!