ჩემი აზრით ამ ფაქტს სასაცილო უნდა ეწოდოს, რადგან შარშანაც იგივე შემთხვევა დაფიქსირდა,რ ოდესაც ბარში დაიკარგა ჯერ არ გამოსული iphone 4. ამჯერად საქმე ჯერ არ გამოსულ მეხუთე ვერსიასთან გვაქვს, რომელიც apple-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბარ Cava22-ში დაკარგა. გახდა თუ არა ეს ფაქტი ცნობილი, კომპანიამ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ტელეფონი ამ ბარში დაიკარგა, თუმცა პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ, ვერაფერი იპოვა. შემდეგ ახალი ინფორმაცია მიიღეს, რომ ტელეფონი ერთ-ერთ ორ სართულიან სახლშია
, რომელიც ბართან ახლოს მდებარეობს. ადგილზე მისვლის შემდეგ სახლის მეპატრონემ განაცხადა,რ ომ იგი იყო ბარ Cava22-ში, თუმცა მას არ უნახავს არანაირი დაკარგული ტელეფონი. მეტიც, მან სახლის ჩხრეკის უფლება მისცა პოლიციელებს. მათ ვერაფერი იპოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ ტელეფონის დამკარგავი მივიდა ამ სახლში და მეპატრონეს ფული შესთავაზა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რასაც იგი ფლობდა დაკარგული iphone-ის შესახებ. თუმცა მან ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღო მისგან.
შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაა და კომპანიას ეს ძალით არ გაუკეთებია, თუმცა ეს apple-ს მორიგ ხრიკს უფრო წააგავს, რათა უფრო დაძაბოს ის მომენტი, როგორიცაა ახალი ტელეფონის გამოსვლა.

