apple ბიუჯეტურ iphone-ს ამზადებს

Notepad.Ge

სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ კომპანია apple ამზადებს ბიუჯეტურ iphone 4-s, რომელსაც 8 GB მახსოვრობა ექნება. სააგენტო იუწყება, რომ ეს ინფორმაცია მათ ორი წყაროსგან მიიღეს. ჯერჯერობით ცნობილია ის, რომ კომპანია მეხსიერების ბარათებს სამხრეთ კორეულ კომპანიას უკვეთავს. სამწუხაროდ ამ კომპანიის სახელი არ არის ცნობილი. აქამდე apple-მა ტელეფონის 16 და 32GB ვერსია წარმოადგინა. თუმცა ჩემი აზრით ჯერ ახალი ტელეფონის სერია არ გამოვა, რადგან ამასწინებზე დაწერილი პოსტიდან იცით, რომ სამსუნგსა და ვაშლს შორის, სერიოზული ომია პატენტზე სასამართლოში. ახალი ტელეფონი გაყიდვაში გამოვა iPhone 5 ან iPhone 4S-სთან ერთად, ჯერ ესეც არ იციან ზუსტად, თუ რა ერქმევა სტივის ახალ მობილურ ტელეფონს. ცნობილია მხოლოდ ფასი. იგი 200 ამერიკული დოლარი ეღირება. ხოლო რაც შეეხება ახალ iphone-ს, ჯერჯერობით ცნობილია, რომ მას გაუმჯობესებული ანტენა და 8.0 პიქსელის კამერა ექნება.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!