მეცნიერების აზრით იმ ქალთა რიცხვი, რომლებიც უკვე ასაკში არიან შესულები და აქტიური სექსუალური ცხოვრება აქვთ, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე ის ქალები, რომლებმაც დიდი ხნის წინ დაივიწყეს ტერმინი სექსი. ამასთან ერთად სიბერესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ინტიმური ურთიერთობაა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სიბერის გამო ვერ ხერხდება სტაბილური ინტიმური ურთიერთობები. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარდა გამოკითხვა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქალები 60-80 წლამდე ასაკის. გამოკითხულთა უმრავლესობ დააფიქსირა, რომ მათ სექსი კიდევ აქვთ (რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს) და ამის შედეგად ისინი მეტად ემოციურები არიან, ვიდრე ის ქალები, რომლებმაც სამუდამოდ გადახაზეს სიტყვა სექსი. ზოგიერთმა დაამატა, რომ კი აქვთ სექსი, თუმცა ისინი მაინც არ არიან კმაყოფილები. ექსპერტების აზრით სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას ასეთ შემთხვევაში. მსოფლიოს სხვადასხვა ექსპერტს გააჩნია საკუთარი მოსაზრება ამ ფაქტის შესახებ. უმეტესი მათგანი მიიჩნევს, რომ ადამიანს თუ სურს სტაბილური ცხოვრება, სადაც ყველაფერი კანონზომიერი იქნება და დალაგებული, აუცილებლად უნდა დაკავდეს ინტიმური ურთიერთობით. ამგვარი ურთიერთობა ადამიანის გამოღვიძებას იწვევს, რაც ხელს უწყობს წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებას.

