კალიფორნიის ავტომობილების გამოფენაზე კომპანია კადილაკმა წარმოადგინა ახალი საჩვენებელი მანქანის მოდელი სახელად Ciel . ჯერჯერობით უცნობია გაეშვება თუ არა ეს მოდელი მასიურ წარმოებაში, მაგრამ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ მათ ეს გიგანტი კაბრიოლეტი ტყვილად არ აჩვენეს ხალხს. როგორც ჩანს კომპანია ძვირადღირებული მანქანების სეგმენტს უბრუნდება და ეს კაბრიოლეტი მათი პირველი ნაბიჯია.
მანქანა შესახედაობით ბრუნდება იმ ეპოქაში, როდესაც Eldorado და DeVille აღზევებული მანქანები იყვნენ. ინტერიერს თუ დავაკვირდებით, ნამდვილად მიხვდებით, რომ ეს კადილაკის ნამუშევარია. ამ კომპანიას ყოველთვის უყვარდა და უყვარს მომავალში გახედვა და უცნაური ინტერიერების შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა კაბრიოლეტია, მას ოთხი კარი აქვს. როგორც ყოველთვის კადილაკი კომფორტზე ზრუნავს. ფასის შესახებ კომპანიას ჯერ საუბარიც არ ჰქონია. ასევე არ არის ნათქვამი თუ რა ტიპის ძრავი ექნება მას.

