ავსტრალიელებმა გამოიგონეს ახალი ტიპის ტრანსპორტი, რომელსაც Wheelbike უწოდეს. ეს მექანიზმი მთლიანად ელექტროა და ბორბლები მოქმედებაში მასში ჩაყენებული კვების ბლოკებით მოდის. დიზაინერების აზრით მათი ქმნილება მძღოლს საშუალებას მისცემს, რომ მან თავისი სურვილისამებრ ამოტრიალებულ ან ჩვეულებრივ მჯდომარე რეჟიმში მართოს ტრანსპორტი. ეს მიიღწევა იმით, რომ მისი კონსტრუქცია 360 გრადუსზე მოძრაობს თავისუფლად. ამ ეტაპზე მისი ძრავი 50 კილომეტრ საათს ავითარებს. სამწუხაროდ ეს ელექტრო მანქანა ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპია. მისი მასიური წარმოება არამგონია დაიწყოს, თუმცა ასეთი ტრანსპორტის აგება არც თუ ისე რთულია. დიზაინერების აზრით მათი ქმნილება დამუშავების პროცესშია და სულ მალე ისინი Wheelbike-ს სრულყოფილ ვერსიას შემოგვთავაზებენ.[pro-player width='475' height='250' type='video']http://www.youtube.com/watch?v=Uf6Gh-hPDeo&feature=player_embedded[/pro-player]

