ფსიქოლოგების აზრით ისეთი თამაშები, რომლებიც სპორტის კატეგორიისაა, მაგალითად ფეხბურთი, უფრო მეტ გაღიზიანებას და ნერვულ აღზნებას იწვევს, ვიდრე მაგალითად თამაში სადაც ხალხის მოკვლა გევალებათ. ფსიქოლოგებმა ჩაატარეს პატარა ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეებს გაუზომეს გულის რითმი და ტვინის შკალის აქტივობა. ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეები დასვეს და ათამაშეს ფეხბურთი. თამაშამდე გაზომილ რითმს, თამაშის დროს გაზომილი რითმი 70%-ით აღემატებოდა. სიბოროტე, რომელსაც ადამიანი გამოხატავს მაგალითად რომელიმე მონსტრის მოკვლის დროს, არარეალურია, რადგან ეს პერსონაჟი არის კომპიუტერული, ხოლო სხვასთან ერთად როდესაც ფეხბურთს თამაშობ, გინდა არ გინდა აგრესია ღვივდება და ემოციურად იძაბები.
ამ აგრესიაზე ზრუნვა ზოგიერთმა სახელმწიფომ უკვე დაიწყო. მაგალითად ინგლისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ სრულწლოვანი არ ხარ, ვერ შეიძენ ისეთ თამაშს, რომელშიც ძალადობის ელემენტებია გამოყენებული. ჩემი აზრით ეს კანონი ჩვენთანაც უნდა შემოვიდეს, რათა პატარა ბავშვების ფსიქოლოგია ადრეულ ასაკშივე არ შეირყეს. შარშან სპორტული თამაშების გაყიდულმა დისკებმა 80 მილიონს მიაღწია.

