რეკლამა ზრდის სექსოჰოლიკებს :D

Notepad.Ge

ავსტრალიელებს აინტერესებდათ, თუ რატომ იცვლიდა ხასიათს ბავშვი, როდესაც იგი დამოუკიდებლად იწყებდა აზროვნებას. ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწორედ რეკლამა არის ამის მაპროვოცირებელი მთავარი ფაქტორი. მეცნიერთა აზრით უცენზურო რეკლამა ბავშვის აზროვნებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
ბავშვები, რომლებიც 5-6 წლის ასაკში არიან, უკვე თავისუფლად ფლობენ კომპიუტერს და ხელი მიუწვდებათ ყველანაირ ინფორმაციაზე. ისეთ ინფორმაციებზეც, რომელსაც სექსუალური თემები ეწოდება. ჯო ტუჩი არის სწორედ ის მეცნიერი, რომელიც ამ კოლექტივს ხელმძღვანელობს. მისი თქმით მას ხშირად უწევს პატარა ბავშვებთან მუშაობა. ეს ბავშვები არიან ისეთ ასაკში, რომ მათ დამოუკიდებლად თასმის შეკვრაც არ შეუძლიათ. თუმცა მათში სექსუალური მიდრეკილებები აღინიშნება. ეს ძალიან ცუდია.
ამის მიუხედავად კომპანიები მაინც არ წყვეტენ სექსუალური ურთიერთობების სარეკლამო რგოლებში გამოყენებას. სწორედ ორი დღის წინ მათ ისეთი რეკლამა გამოუშვეს ტელევიზორში, რომ ავსტრალიის მთავრობა კომპანიის დახურვის იდეით გამოვიდა. რეკლამა უალკოჰოლო გაზიან სასმელზე იყო, სადაც მონაწილეობენ პატარა ბავშვები, ხოლო რეკლამის ბოლოს ბიჭი ასე ვთქვათ ”აბამს” გოგოს, ხოლო მერე სად მიდის ასეთ შემთხვევაში მაყურებლის ფიქრები, ყველამ კარგად ვიცით. ცუდია, რომ სახელმწიფოებმა ამაზე ფიქრი გვიან დაიწყეს. ხშირ შემთხვევაში ბავშვობიდან სექსუალური მიდრეკილებები იმ დონემდე მიდის, რომ თვითონ ეს ბავშვები ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!