პირველი ლედის სტილი

Notepad.Ge

მათზე საუბრობს მთელი მსოფლიო. დღე არ გავა, რომ საუბარი არ წამოიჭრას მათ ჩაცმულობაზე.ამ პოსტში საუბარი მექნება პირველი ლედის ჩაცმულობაზე, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რამდენიმე ქვეყნის ერთად. ხშირ შემთხვევაში მათ კაბების ტარება უწევთ, და იშვიათად აცვიათ ყოველდღიური სამოსი.


პირველი სიაში რუსეთის პრეზიდენტის მეუღლე სვეტლანა მედვედევია. წარმოგიდგენთ მის ფოტოს მეუღლესთან ერთად ახალგაზრდობაში :D დღესდღეობით მისი სტილი უბრალო და საქმიანია.


ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა. მისი სავიზიტო ბარათი მოდური კაბებია და აუცილებელი აქსესუარი სამკაულის სახით. იგი ძირითადად იცვამს შემდეგი ბრენდების ტანსაცმელს: Calvin Klein, Oscar de la Renta, Narciso Rodriguez.


კარლა ბრუნი სარკოზი, იტალიელ-ფრანგი მოდელი და პრეზიდენტის მეუღლე. იგი პრეზიდენტის მესამე მეუღლეა 2 თებერვლის 2008 წლიდან. მას მუქი ფერები უყვარს და შესანიშნავად არჩევს ტანსაცმელს. ეს კი მაგალითი, თუ როგორ იცვამს იგი.


ლუდმილა იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე იცვამს ძალიან უგემოვნოდ და რამდენიმე წელია უკვე ვარცხნილობის სტილი არ შეუცვლია. დიზაინერების აზრით მის სტილზე დიდი ხანი დასჭირდებათ მუშაობა, თუმცა უკვე იციან, რომ მას ევროპული სტილი მოუხდება. გარდერობთან ერთად აუცილებლად უნდა შეცვალოს მაკიაჟი და ვარცხნილობის სტილი :D


მეჰრიბან ალიევა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ცოლი. მის ტანისამოსში არასდროს არ იგრძნობა ფერების სიმრავლე და ვულგარულობა. მას ბევრი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული და ეს ფოტოგრაფებისთვის შეუმჩნევლად არ რჩება.


ბოლოს კი ჩვენი პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი. მას მრავალფეროვნება უყვარს და ყოველთვის კარგად არჩევს ტანსაცმლის სტილს. მინდა გაჩვენოთ მისი ახალგაზრდობის სურათი მეუღლესთან ერთად.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Tags: , , ,

    • http://teenspage.net ანონიმური

      მეჩვენება თუ მიმზიდველია მეჰრიბან ალიევა? :) )