გელა დაიაური

NoTepad.GE

საქართველოში არც თუ ისე ცნობილი მაგრამ ზოგისთვის დიდად ცნობილი ხევსური მომღერალი,ის ამჟამად ერთ-ერთ სააგენტოში არის პაატა ვარდანაშვილთან ერთად რომლებიც ტურისტებს ათვალიერებენ ხევსურეთს.შარშან გელა დაიარუს გარდაეცვალა ცოლი (მაშინ როცა ის იმყოფებოდა მთაში მისი ცოლი შემთხვევით მდინარეში გადავვარდა). დაიაური ბოლო დროს ტელევიზორშიც იყო ერთ-ერთი ლამაზი სიმღერით რომლის ლინკსაც მე აუცილებლად მოგაწვდით.
ის არის ამავე დროს პოეტი, ფილოლოგი, ლინგვისტი კავკასიური ენების განხრით.მას ბევრი ლექსი აქვს დაწერილი.გელა ფოლკლორის დიდი მოყვარული და გულშემატკივარია. თვითონაც შესანიშნავად უკრავს და მღერის. ის აგროვებს მასალებს ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ და დიდი წვრილი მიუძღვის ამ დარგის განვითარებაში.
ახლა წარმოგიდგენთ მის რამოდენიმე ლექს

************************************

მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს,
გაგისწორებდი მზერას თამამად,
ვით კლავიშებზე თითი აკორდებს,
სიწითლე ღაწვებს დაგიფარავდა.

დავამარცხებდი შენს ამაყ მზერას,
გეტყოდი ამდენი ხანის ნაგოდებს,
გზას უყელავდი ავ ბედისწერას,
ნეტავ, ლამაზი თვალები მქონდეს!

ცეცხლს დაგინთებდი გულში სიმღერით,
მზერაში ცეცხლი მეც რომ მამკობდეს,
ან შენ რომ გიყვარს , სწორედ იმგვარი
და იმნაირი თვალები მქონდეს.

აწ დარდის დარად დავიარები,
და, დანაცრული, დარებზე ვგოდებ,
იქნებ ოდესმე შემიყვარებდი,
მეც რომ ლამაზი თვალები მქონდეს.

***********************************

გელა დაიაური ვიდეო

*********************************

ფიქრი გადაგვარებაზე

ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და ვთქვა
არაწესიერი ქალის შვილი ვიყო
ხშირად შევიგინო ჩემი დედა
ტრადიციული სტილიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს შეიძლება
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო
თმები გავიშალო კულულებად
ცხვირზე საყურე გავიკეთო
კანაფი გავაბოლო
კუბები მოვითვალო
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.
ვინატრო ანტალია ან ის რიო
სულ არ გავიხსენო ვარძია
როკზე და რემიქსზე გადვირიო
ქართულზე ჩავიუბნო ბანძია
ხშირად ვიწუწუნო დედა მამა მშია
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია
მაგრამ ქართველობას რა ვუყო

******************************

გელა დაიაურის ვიდეო

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!
    • http://notepad.ge Lasha Shalutashvili

      ტესტი

    • ლელა

      შემთხვევით კი არ გადავარდა გელას ცოლი მდინარეში, არამედ გელა, მისი ცოლი, შვილები და კიდევ რამდენიმე კაცი (სულ მგონი 11) ყველანი ერთად გადავარდნენ მანქანით. გელა და კიდევ ორი ახალგაზრდა გადარჩა, დანარჩენი ყველა დაიღუპა, გელას ცოლ-შვილის ჩათვლით.

      • http://notepad.ge ლაშა შალუტაშვილი

        ეს პოსტი ადმინისტრაციას არ ეკუთვნის :) მადლობა კორექტირებისთვის :)