კაკას ამბები

Notepad.Ge

მილანი:რეალის დაჯახების გარშემო სულ ახალ ახალი ინფორმაციები ჩნდება, რომ ფეხბურთელი კაკა შეიძლება გადავიდეს მილანის რიგებში. ნავარაუდევი იყო, რომ სწორედ ამ მატჩის შემდეგ გუნდების ხელმძღვანელები გამართავდნენ შეხვედრას, რათა მოელაპარაკათ ამ ფეხბურთელის სამომავლო თამაშის შესახებ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მეტიც, ორივე მხარემ ამ ჭორებზე გააკეთა განცხადება, რომ ისინი არანაირ ცვლილებას ჯერჯერობით არ აპირებენ. ასეთი შეთანხმება უაზროა, აცხადებს Football Italia-თან ინტერვიუს დროს მილანის ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი. შეგახსენებთ, რომ კაკა სანამ ესპანეთში გადავიდოდა, მილანის სახელით გამოდიოდა. თავად ფეხბურთელს თუ ვკითხავთ, იგი ჯერჯერობით არანაირ გადასვლას არ აპირებს. მეტიც, როდესაც მან ამ აგორებული ჭორის შესახებ შეიტყო გაეცინა და განაცხადა, რომ შესაძლო ცვლილების და სადმე გადასვლის ამბავს პირველ რიგში მისი გულშემატკივრები და პრესა გაიგებს. მას არაფერი არ აქვს დასამალი და ურჩევნია თვითონ განაცხადოს ყველაფერი.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Tags: , , , , , , , , , , , ,